Pondo
ka ru en

ჩვენს შესახებ

ნიანნა

ნიანნა თბილისში დაფუძნებული პატარა კომპანიაა. ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის საბავშვო პროდუქციას და ამასთან ვქმნით პერსონაჟებს, რომლებთანაც ბავშვები იზრდებიან. თითოეულს თავისი ხასიათი, თავისი ამბავი და თავისი სახლი აქვს.

როგორ დავიწყეთ

ყველაფერი ერთი პატარა სპილოთი დაიწყო. 2026 წელს ოთხმა მეგობარმა, რომლებიც ახალბედა მშობლები გახდნენ, საკუთარი ბავშვებისთვის ბეარფუტი ფეხსაცმელი აღმოაჩინა და მოინდომა, რომ ის საქართველოშიც ყოფილიყო. საბავშვო ფეხსაცმელმა მათ სპილო და ბოტები გაახსენა. სწორედ ასე გაჩნდა ელებუტი, რომელმაც საკუთარი ისტორია, ზღაპრები და ანიმაციებიც მოგვიტანა.

ელებუტს მალე მეგობრები შეემატნენ.

კენგურუების ოჯახი ჯეზი რუ, რომელიც გემოვნებიანი ჩაცმულობით მუდამ ყურადღების ცენტრშია. სწორედ ის ჩააცმევს ჩვენს პატარებს უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელს.

ჩვენი საყვარელი ბეგი, რომელმაც წყალდიდობის შემდეგ ბევრი შთაბეჭდილება დააგროვა, მუდამ კითხულობს და თავადაც წერს. ბეგის თაროებზე კი ყველა პატარა მკითხველი თავის საყვარელ წიგნს იპოვის.

პატარა დინოზავრი რექსი, რომელიც მუდამ აქტიურია, წინაპრების ნაკვალევის აღმოჩენა უყვარს, რადგან იქ წინაპრების დატოვებული სათამაშოები ელოდება. მისი წყალობით ჩვენს პატარებსაც ექნებათ უმაღლესი ხარისხის განმავითარებელი და სამეცნიერო სათამაშოები.

და პატარა პონდო, რომელიც ბავშვობიდანვე საკუთარი ხელით თლიდა და აწყობდა სხვადასხვა ნივთს ტოტებისა და ფოთლებისგან. დროთა განმავლობაში ის გენიალურ ოსტატად იქცა, რომელიც ჩვენთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან პრემიუმ კლასის ავეჯს დაამზადებს.

ხუთივე ერთმანეთის მეგობარია. ისინი ერთად მოგზაურობენ, ერთმანეთს ეხმარებიან და მალე მულტფილმებშიც გამოჩნდებიან.

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვით, ბავშვების სამყარო ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბავშვები დაბადებიდანვე უნდა ეზიარონ მაღალ სტანდარტებს და შემოქმედებითობას.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა, რომ ბავშვებს შევთავაზოთ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, არამედ შემოქმედებითი და გემოვნებიანი სივრცეც. გვინდა, ბავშვების სამყაროში მაღალი ხარისხის სტანდარტი დავამკვიდროთ.

კონტაქტი

შპს „ნიანნა“

nianna2026@gmail.com

თბილისი, საქართველო

მეგობრები